- Advertisement -

რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობა დაიწყო

ტენდერში გამარჯვებული კომპანია”ჯეო როუდ ინვესტი” გზის 1, 5 კმ-იან მონაკვეთს არმირებული ბეტონითა და სანიაღვრე არხებით მოაწყობს, რაზეც საერთო ჯამში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით 639 438 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

“მიმდინარე წელს თერჯოლაში რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 მსხვილმასშტაბიანი პროექტი განხორციელდება, აქედან ექვსი გზების მოწყობას ითვალისწინებს. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა – სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

Comments
Loading...