- Advertisement -

სახელოვნებო სკოლა, “ელიტ ელექტრონიქსი”, საზღვაო ნავსადგური, სარიტუალო დარბაზი – კორონავირუსის ახალი კერები ბათუმში

სახელოვნებო სკოლა, „ელიტ ელექტრონიქსი“, საზღვაო ნავსადგური, სარიტუალო დარბაზი და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსი დადასტურდა, კვლევები ისევ გრძელდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების გამოვლენა, ჩამოთვლილი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

„თითო შემთხვევაა გამოვლენილი ამ ორგანიზაციებში და როდესაც ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ჩვენ მივდივართ იქ და ვაორგანიზებთ ტესტირებას. ყველგან ერთი მენეჯმენტით არ მიმდინარეობს ტესტირება, ზოგ ადგილებში მივდივართ და ადგილზე ვახდენთ ლაბორატორი კვლევების ჩატარებას, ზოგ შემთხვევაში-ვამისამართებთ კარვებსა და პოლიკლინიკებში, რათქმაუნდა პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით,“-ამბობს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შესაძლებელი ხდება, ორგანიზებულად ჩატარდეს ტესტირებები და გამოვლენილ იქნას, ყველა ინფიცირებული პირი.

Comments
Loading...