- Advertisement -

სამდღიანი ძებნის შემდეგ თელავში, სოფელ გულგულაში 80 წლის კაცის ცხედარი მდინარე ალაზანში იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში იპოვეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ალექსი ოხანაშვილი პირუტყვს მწყემსავდა, ხოლო როდესაც მდინარეში საქონლის გამოსაყვანად შევიდა, დინებამ გაიტაცა. მამაკაცის ტანსაცმელი სწორედ ალაზნის პირას იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს მეხანძრე -მაშველები და თბილისის სწარფი რეაგირების ბაზის მყვინთავები იყვნენ ჩართულნი.

Comments
Loading...