- Advertisement -

“სამეგრელოს ხმის” ლიდერმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პამდემიური ვითარება ხელისუფლებისთვის მთავარი მოკავშირე გახდა, რათა მოსახლეობისთვის შეპირებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დათქმულ ვადაში არ შეესრულებინა.

“ეს ქუჩა არის მთავარი ქუჩა, რონელიც 2 წელია ასეთ მდგომარეობაშია. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი მოსახლეობოსთვის. მთავარი მაგისტრალი არის საშინელ მდგომარეობაში. მივმართავ ხელისუფლებას, ნუ ამთხვევს საარჩევნო კალენდარს ქუჩების რეაბილიტაციას. აქ იკვეთება კორუფცია და გასუსულია სუსი,”-აღნიშნა ჯგუშიამ..

ზუგდიდის მერიაში კი აცხადებენ რომ თენგის ჯგუშიას არასერიოზულ ბრალდებებზე კომენტარს არ გააკეთებენ. მერიის ინფორმაციით, რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-მდე გზა რეაბილიტირდება.

Comments
Loading...