- Advertisement -

სამტრედიაში მოხალისეთა ჯგუფები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობას ემსახურებიან

სამტრედიაში მოხალისეთა ჯგუფები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობას ემსახურებიან. დღეს, ააიპ სახლი თანადგომის ხუთ ბენეფიციარს, მათთვის საჭირო პროდუქტები მიუტანეს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალმა კორონავირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მოხალისეები გადაამზადა.
მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ემსახურებიან ყველა იმ პირს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ მარტოხელა მოხუცებს დარეკონ და მერიის მომსახურების ახალი სერვისით ისარგებლონ👇🏻
595 59 63 59 – მიხეილ ლეჟავა
571 81 19 13 – ბეჟან გეგეშიძე

Comments
Loading...