- Advertisement -

სასმელი წყლის გაუმჯობესების მოთხოვნით, ლაგოდეხში აქცია მიმდინარეობს

ლაგოდეხში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება,სასმელად უვარგისია.

“დაბინძურებული წყალი მოგვდის. დასალევად ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ვითხოვთ, რომ წყლის საფასური სულადობის მიხედვით გადაგვახდევინონ. აქამდე წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით, თითო წევრზე 50 თეთრს ვიხდიდით, მრიცხველის ჩართვის შემთხვევაში კი გადასახადი 1 ტონა წყალზე 42 თეთრი იქნება. მრიცხველის მიხედვით, თითო ოჯახს თვეში 50 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას”,-აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს ამ წუთებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი ხვდება.

Comments
Loading...