- Advertisement -

სენაკში, დევნილ ოჯახებს, საცხოვრებელი ფართები, საკუთრებაში გადაეცათ

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის თეკლათისა და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, ორ დევნილ ოჯახს, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სააგენტოს დირექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, მათ საჭიროებებსა და პრობლემებს გაეცნო და როგორც განსახლების, ისე დასაქმებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიმართულებით, სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტომ სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა.

,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის.

Comments
Loading...