- Advertisement -

სენაკში სასკოლო ასაკის 406 აღსაზრდელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა

დღეს, სასკოლო ასაკის 406 აღსაზრდელმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, სიმბოლური საჩუქრები მიიღო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, პანდემიის პირობებში გაწეული დაუღალავი შრომისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა, აღსაზრდელებს სამახსოვრო ალბომები, სიგელები და საჩუქრები გადასცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე, წარმატებები უსურვა.

Comments
Loading...