- Advertisement -

სენაკში თანადგომის მორიგი აქცია გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, მორიგ სოციალურ აქტივობას ახორციელებს.

ამ წუთებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო ნობათები ურიგდებათ.

პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ღებულობენ.

Comments
Loading...