- Advertisement -

სეს-მა თელავის აგრარული ბაზრის ადმინიატრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა

რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თელავის აგრარული ბაზრის ადმინიატრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

მიზეზად ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეების მიერ დადგენილი წესების და რეკომენდაციების დარღვევა დასახელდა.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა. შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაციამ სრულად არ გაითვალისწინა შესაბამისი რეკომენდაციები და მითითებები, რის გამოც გაურკვეველი დაიხურება.

“ბაზარი გარუკვეველი ვადით დღის ბოლოდან დაიხურება. ბაზრის ადმინისტრაცის წესების და რეგულაციების ჩამონათვალი გადაეცა , რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩვენ გვესმის მოვაჭრეების პოზიცია და ამიტომ ბაზარი დღის ბოლომდე იქნება ღია, რომ მათ აღებული ოროდუქციია რეალიაცია მოახდიბონ”,-აღნიშნა თელავის მერმა.

თელავის აგრარული ბაზარი სამი კვირის წინ დაიხურა.

Comments
Loading...