- Advertisement -

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან. მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად სამი წლის ბავშვი გარდაიცვალა,რომელიც წნორში ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საჭეს დედა მართავდა, მცირეწლოვანი კი მღოლის გვერდით სავარძელში იჯდა.
ავარია გუშინ გვიან საღამოს მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Comments
Loading...