სოფელ ნაცატუში აქციაზე ერთი პირი დააკავეს – აქციის მონაწილეები ზუგდიდიდ პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს ზუგდიდირეგიონები დამატების თარიღი 7 სექტემბერი, 2020 12 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით გამართულ საპროტექტო აქციაზე დაკავებული მამაკაცის ნათესავები და აქციის მონაწილეები ზუგდიდიდ პოლიციის განყოფილებასთან არიან შეკრებილები და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით საპროტექტო აქცია გაიმართა, სადაც სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლის დროს ერთი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეებს პოლიცია ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, რა დროსაც მოხდა დაპირისპირება. სოფელ ნაცატუს მცხოვრებლებმა საავტომობილო გზის მშენებლობის მოთხოვნით აქცია მანამდეც გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გზის დაგების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა ყურადღება არვის მიუქცევია და პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. აქციაზუგდიდი