- Advertisement -

სოფელ როხში ე.წ შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ე.წ შემოვლითი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 1,800/მ. გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი მოეწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ჯეო როუდ ინვესტი” ასრულებს.

რომლის ღირებულება 735,675 000 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სოფელ როხის შემოვლითი გზის მიმდინარე სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთნ და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთნ ერთდ დაათვალიერა.

Comments
Loading...