- Advertisement -

თელავის მერიის მოხალისეთა ჯგუფები თავშეყრის ადგილებს სისტემატურად ამოწმებენ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებიან. ისინი სისტემატურად ამოწმებენ თავშეყრის ადგილებს, მათ შორის ბანკებსა და სურსათო მაღაზიებს.

მოხალისეები მოსახლეობას მედიკოსების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აცნობენ და ობიექტებზე არსებულ რიგებსაც არეგულირებენ.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის აგრარული ბაზრის სადეზინფექციო სამუშაოები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ დატოვონ სახლი, დაიცვან პირადი ჰიგიენა, თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილონ მითითებულ წესებს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

Comments
Loading...