- Advertisement -

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ამ დროისთვის შემოწმება უკვე 5 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა, თუმცა საეჭვო სიმპტომები არც ერთ პირს არ გამოუვლენია.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარრკლიშვილის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება და ყველა მოქალაქე შემოქმედება.

,,უკვე მესამე დღეა ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახალკევის თერმოსკრინინგი, ამ დროისთვის უკვე 5 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს შემოწმებული. ეს პროცესი დაახლოებით ორ კვირას კიდევ გასტანს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ გარკვეული შეღავათების დაწესების მიუხდდავახ, მკაცრად დაიცვან ყველა რეკომენდაცია.,,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა

Comments
Loading...