- Advertisement -

თელავის ტაქსის კომპანია ხანდაზმულებს და სოცდაუცველებს პროდუქტების მიტანას და უფასო გადაადგილებას სთავაზობს

თელავში მოქმედი ტაქსის კომპანია, რომლის ტელეფონის ნომერია 0350 23 14 14, სოციალურად დაუცველებს და ხანდაზმულებს პროდუქტების მიტანას და უფასო გადაადგილებას სთავაზობს.

ინფორმციას სოციალურ ქსელის მომხმარებელი მიშა გულიაშვილი ავრცელებს.

“კიდევ ერთი სასიხარულო ახალი ამბავი. დამიკავშირდა თელავში მოქმედი ტაქსოპარკის (23 14 14) ხელმძღვანელობა და გამოთქვეს სურვილი ჩვენს კეთილ საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ შემდეგი სახით: თელავში მცხოვრები ყველა მარტოხელა პენსიონერისთვის საჭირო წამლებისა და საკვები პროდუქტების სახლებში მიწოდებას სრულიად უფასოდ უზრუნველყოფენ სპეციალურად გამოყოფილი ორი მანქანით
აღნიშნული ტაქსოპარკი ასევე სრულად უფასოდ უზრუნველყოფს ჩვენი მოხალისეების საჭიროებისამებრ გადაადგილებას”, – წერს სოციალურ ქსელში მიშა გულიაშვილი.

Comments
Loading...