- Advertisement -

თელავში ბავშვების ლეიშმანიოზით ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წელს თელავის მუნიციპალიტეტში ლეიშმანიოზით დაავადების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთაგან 2 ბავშვია.

თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 9 თვის ბავშვი ლეიშმანიოზით მაისში დაინფიცირდა, ხოლო 4 წლის კი თებერვალში, ლეიშმანიოზის დიაგნოზით მკურნალობს 29 წლის ქალიც.

“2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ლეიშმანიოზით ინფიცირების 6 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 5 ორ წლამდე ასაკის ბავშვი იყო და ერთი 63 წლის მოქალაქე. 2020 წელს კი ბოლო მონაცემებით, თელავში ამ დაავადებით ინფიცირების 3 შემთხვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ მაისში დაინფიცირებული 29 წლის ქალი ლეიშმანიოზით დაავადებული იყო 2018 წელსაც. ამ ინფექციური დაავადების საეჭვო პაციენტებს ვუტარებთ სწრაფ მარტივ ტესტებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვაგზავნით თბილისის პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სიღრმისეულად იკვლევენ”, – განაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ჯღუთაშვილმა.

ცნობისათვის,საქართველოში გავრცელებულია ლეიშმანიოზის ორი ფორმა: კანის და ვისცერული ლეიშმანიოზის ხმელთაშუა ზღვის ფორმა, რომელსაც ასევე ბავშვთა ლეიშმანიოზსაც უწოდებენ.

Comments
Loading...