- Advertisement -

თელავში კორონავირუსზე სწრაფი ტესტირებით მოსახლეობის ნაწილის გამოკვლევა იწყება

თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე სწრაფი ტესტებით მოსახლეობის ნაწილის გამოკვლევა დღეიდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეების სხვადსახვა ჯგუფს ანტიგენსა და ანტისხეულებზე, შემთხვევიღი შერჩევის პრინციპით შეამოწმებენ.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, დღეს ტესტირება სოფელ წინანდალში, კისისხევსა და შალაურში ჩატარდება.

“კვლევა ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფში სწრაფი მარტივი ტესტით როგორც ანტიგენებზე ისე ანტისხეულებზე შემოწმებას. გამოვლენილი დადებითი შემთხვევები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც კორონავირუსზე უკვე PCR ტესტირება ჩატარდება. შერჩეულია 15 ჯგუფი, საიდანაც 5 ქალაქ თელავისაა და 10 კი – სოფლებისაა. კვლევას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

კვლევაში ჯამში 150 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

Comments
Loading...