- Advertisement -

თელავში, სოფელ კისისხევში ხანძარმა საცხოვრებელი სახლი სრულად გაანადგურა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 5 ადამიანი ცხოვრობდა, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი,ასევე ოჯახის კუთვნილი სამარშუტო ავტომანქანა.

„ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი იქნება. მიმდინარეობს გამოძიება და ზუსტ მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ. მე შევხვდი და ვესაუბრე საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს, რომელიც პოლიციაში დაკითხვაზე წავიდა“, – განაცხადა კისისხევში მერის წარმომადგენელმა, ზურაბ გრძელიშვილმა.

საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გამთენიისას, დილის ხუთ საათზე გაუჩნდა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

Comments
Loading...