- Advertisement -

თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელმა “დანერგე მომავლის” ფარგლებში გაშენებული ჟოლოს ბაღები დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, ჩხარში მერის წარმომადგენელ ვასილ ფანჩულიძესა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თერჯოლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენელ რევაზ ჭუმბურიძესთან ერთად ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის – “დანერგე მომავლის” ფარგლებში გაშენებული ჟოლოს ბაღები დაათვალიერა, ასევე ფერმერებს, მთავრობის ახალი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

“თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში უკვე 15 ადგილობრივია ჩართული, კენკროვანი კულტურა, კერძოდ ჯოლო და მაყვალი 3 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. აღსანიშნავია, რომ დღეიდან, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას – 1 ჰექტარ დარეგისტრირებულ მიწის ფართობზე 850 დან – 1700 ლარამდე სარგებელს მიიღებენ. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სოფლის, ისე ქვეყნის გაძლიერებისათვის. დახმარებების პაკეტი, ფაქტობრივად, გათვლილია ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოფლად ცხოვრობს და საქმიანობს. აუცილებელია, რომ პროგრამების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდეს ფერმერებამდე, რაშიც ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ვართ ჩართული, ” – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

Comments
Loading...