- Advertisement -

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ლაშა გოგიაშვილს დღეს სოფელ ძევრიდან მოქალაქეთა ჯგუფი შეხვდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს ლაშა გოგიაშვილს დღეს სოფელ ძევრიდან მოქალაქეთა ჯგუფი შეხვდა, რომელიც უბნის წყალმომარაგებაში არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.
ლაშა გოგიაშვილმა შეხვედრის დროს მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე მოქალაქეებთან ერთად დაეთვალიერებინა და შეესწავლა საკითხი.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელ ტარიელ ფანჩულიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დათვალიერებისა და კონსულტაციების შემდეგ, ადგილზე დასახა ამ პრობლემების მოგვარების გზები.
მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ლაშა გოგიაშვილსა და ადგილობრივ ხელისუფლებას გამოჩენილი ოპერატიულობის, მათი პრობლემის გულთან მიტანისა და მოგვარებისათვის.
უბანში გასულ წელს მოსახლეობისათვის წყლის სისტემის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა, რომელიც დღეს დაზიანების გამო არ ფუნქციონირებს.
უახლოეს მომავალში რობაქიძეების უბანში 70 ოჯახს წყალმომარაგება აღუდგება.

Comments
Loading...