- Advertisement -

თორნიკე რიჟვაძემ კარანტინში მყოფებს გამამხნევებელი წერილები და ყვავილები გაუგზავნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, კარანტინში მყოფებს გამამხნევებელი წერილები და ქალებს ყვავილები გაუგზავნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კარანტინში მყოფი არაერთი მოქალაქე წერს.

თორნიკე რიჟვაძის გაგზავნილ წერილში რაც წერია, ამის ამსახველ ფოტოსაც კარანტინში მყოფი ქალბატონები აქვეყნებენ.

ეს კი ერთ-ერთი კარანტინში მყოფი ქალბატონის წერილია:

გამარჯობა,

არ შემიძლია სიტყვით გადმოვცე რამდენად მადლიერი ვარ თქვენი ასეთი თბილი სიტყვებისთვის.

დღეს უკვე მეხუთე დღე დასრულდა.

მინდა გაგიზიაროთ თუ როგორ ცდილობენ ჩვენს გახალისებას 😊

უღრმესი მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze ს ამ სასიამოვნო საჩუქრისათვის, როდესაც გავიფიქრე რომ ცოტათი სულ ცოტათი გამიჭირდა მეხუთე დღე კარებზე კაკუნია და მხვდება ეს ყვავილები მადლობა ყურადღებისთვის.

სასტუმრო Sputnik Hotel Batumi მა კი დილით დაგვახვედრა კარანტინში მყოფებს ეს წერილი სადაც ისინი მადლობას გვიხდიან ჩვენი მადლიერებისათვის.

ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის რომ არ მიყვარს ბევრი საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო თუ რამდენად ამაყი ვარ ჩვენით თითოეული ქართველი ადამიანით რომლებიც ასე ცდილობენ გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს ეს იქნება უბრალოდ თბილი სიყვარულით წარმოთქმული სიტყვა, დარდი ერთმანეთზე, გვერდში თანადგომა,

დღეს როდესაც 9 საათზე დავინახე კარანტინში მყოფნი აივანზე გადმომდგარნი ყველა ტაშს უკრავდნდენ მივხდი რამდენს ნიშნავს ამ ჟესტით გამოხატული მადლიერება არაჩვეულებრივ ექიმების და მედ პერსონალის წინაშე, რომლებიც ყოველთვის და გასაკუთრებით ამ რთული პერიოდის განმავლობაში დღე-ღამე ასრულებენ გასაოცარ სამსახურს.

მადლობა ყველა იმ ადამიანს რომლებიც ცდილობენ გვერში დაუდგნენ მთელ საქართველოს და არამარტო საქართველოს თავიანთი პროფესიული ცოდნით. რომელიც მე პირადათ და არამარტო მე ჩემს უცხოელ მეგობრებსაც ძალიან ეხმარება კარანტინის გადატანაში, ეცადეთ თავი დაიკავოთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელი ხელსაქმით,საქმიანობით რაც სახალისოს ხდის იზოლაციას.

მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა.

მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს Mitropoliti Dimitri Shiolashvili თქვენი სიყვარული მაძლიერებს.

უღრმესი მადლობა ყველას.

სიყვარულით და პატივისცემით,
მანანა შაკიაშვილი

ამის შესახებ სტატუსს ნინო ცხოიძეც წერს:

ეს კი სიურპრიზის კაკუნი იყო,რომელიც ვერ გამოვიცანი😍
ამ ლამაზი ჟესტით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაგვამხნევა👍💐👏

 

Comments
Loading...