- Advertisement -

ცაგერის მერის მოადგილემ ღია სივრცეში გამსვლელი სხდომა მოაწყო

კორონავირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე,იმის გათვალისწინებით,რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ შეფერხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,ცაგერის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების მიღება-ჩაბარების კომისიამ, თავმჯდომარე-მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,მოაწყო გამსვლელი სხდომა ღია სივრცეში.

სხდომას მხოლოდ ადგილობრივი კომისიის წევრები-საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
კომისიამ ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება-ქალაქ ცაგერში ,,კეჭნარის სკვერის” ექსპლუატაციაში მიღების შესახებ/მშენებელი ორგანიზაცია ,,ინშაათ საქართველო”.მოხდა ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარება
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 754 920 ლარი.

Comments
Loading...