- Advertisement -

ცაგერში კორონავირუსის შემთხვევების გამო ორი სოფელი ჩაიკეტა

ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულების რიცხვი დღეის მონაცემებით 7-ით გაზარდა და 12 გახდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, შეზღუდვები დაწესდა მდინარე ლაჯანურის ხეობის სოფლებში. ბლოკპოსტები განთავსდა ორბელის უღელტეხილზე და ალპანაში. მიმდინარეობს მასიური პსრ ტესტირება.ტესტირების შედეგების დადგენამდე ვერც ერთი აქ მყოფი მოქალაქე ვერ დატოვებს ტერიტორიას.

Comments
Loading...