- Advertisement -

წყალმომარაგების კომპანია აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას იწყებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბასთუმნის წყალარინების გამწმენდი ნაგებობების პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანია ,,ეკოფრე’’-ს შორის ხელი უკვე მოეწერა.
აბასთუმანში არსებული წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ამორტიზებულია და წლებია არ ფუნქციონირებს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დაასრულოს. ახალი გამწმენდი ნაგებობა, ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს.
სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 7,420,000 ლარი მოხმარდება.
ამ დროისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბასთუმანში კიდევ ორ პროექტს – წყალმომარაგების სისტემის II ეტაპისა და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ასევე, ეწყობა წყალარინების ახალი ქსელი. ორივე პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

Comments
Loading...