- Advertisement -

ვახტანგ ბერიძემ მოიალაღეები მოინახულა

ხულოს მერმა ვაშლოვანის, რიყეთისა და დიდაჭარის თემის მოიალაღეები მოინახულა.

ვახტანგ ბერიძემ ვაშლოვანის, რიყეთისა და დიდაჭარის ადმინისტრაციული ერთეულის სამთო იალაღებს ესტუმრა, ადგილობრივები მოინახულა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ხულოს მერმა ადგილობრივებს შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემების დროულ მოგვარებას დაპირდა და გოდერძი-მწვანე ტბის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრებს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნიკა წულუკიძე და მერის წარმომადგენლები გოჩა შანთაძე და გელა შავაძე ესწრებოდნენ.

ხულოს მერის ინიციატივით, მსგავსი ტიპის აუდიენცია მოიალაღეებთან ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა მთაში გაიმართება.

Comments
Loading...