- Advertisement -

ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიამ ზუგდიდის ქუჩების კურთხვეა დაიწყო

კორონავირუსისგან დასაცავად ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიამ ზუგდიდის ქუჩების კურთხვეა დაიწყო. წყლის კურთხევის ცერემონია ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამის შემდეგ კი სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით დაიძრნენ.ქუჩების კურთხევის ცერემონიალს ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ხელმძღვანელობს. ისინი პიკაპის მარკის ავტომანქანით სხვადასხვა ქუჩებში გადაადგილდებიან.

მანამდე, ზუგდიდისა და ცაისის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ზუგდიდისა და ციაშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს განცხადებით,

ვინც ვერ მოდის ეკლესიაში სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მათ ნებისმიერ დროს სახლში აზიარებენ.
მისივე თქმით ვისაც აქვს სიმპტომები და არიან თვითიზოლაციაში,აღენიშნებათ სიმპტომები დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ეკლესიის რეკომენდაციები.

რაც შეეხება ეკლესიაში ადგილების მონიშვნას და მრევლის გადანაწილებას, მეუფე ამბობს რომ ყველა მითითებას გაითვალისწინებს რაც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

Comments
Loading...