- Advertisement -

ზუგდიდის უფასო სასადილოს ბენეფიციარები კუთვნილ ულუფას სახლში წაიღებენ

მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის უფასო სასადილოში საკვების გაცემის წესი შეიცვალა. უფასო სასადილოს ბენეფიციარები კუთვნილ ულუფას სახლში წაიღებენ ინფორმაციას ზუგდიდი მერია ავრცელებს.

უფასო სასადილოს შესასვლელთან დღეს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები და მოხალისეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რიგების რეგულირებას უზრუნველყოფდნენ.

ზუგდიდის უფასო სასადილოს 280 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებიც უფასო სასადილოს მომსახურებით ყოველდღე სარგებლობენ.

Comments
Loading...