- Advertisement -

ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ორი პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ორი პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ და სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს. როგორც დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება ოჯახის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ ერთერთ დაკავებულს სხვეულზე დაზიანებები აქვს, ადვოკატმა განმარტა, რომ დაზიანებები დაკავებისას მიიღო და დაკავებულს პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ.

პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.

Comments
Loading...