- Advertisement -

ზუგდიდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხალისეები ბანკებსა და ღია სივრცეებს აქტიურ რეჟიმში აკონტროლებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მოხალისეების მუშაობას მონიტორინგს უწევს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები აქტიურად მუშაობს. ისინი აქტიურ რეჟიმში აკონტროლებენ ბანკებსა და ღია სივრცეებს.

მოხალისეები უზრუნველყოფენ:

უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთის საკვები პროდუქტის შინმიტანას;
საბავშო ბაღებში პროდუქტის დარიგების პროცესში ჩართვას;
ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების გაკონტროლებას;
საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.
მოხალისეებმა შესაბამისი რეკომენდაციები ტრენინგზე მიიღეს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

Comments
Loading...