ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ მიერ ივლისის თვეში 1 170 000 კვ.მ მწვანე საფარი მოწესრიგდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დამატების თარიღი 29 ივლისი, 2022 0 2022 წლის ივლისის თვეში ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა ქალაქში 1 170 000 კვ.მ ტერიტორია გაცელა. ტურისტულ სეზონთან დაკავშირბით, აქტიურად გრძელდება გაცელვითი სამუშაოები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე, იცელება როგორც სანაპირო ზოლი ასევე გზაგამყოფები, სკვერები და ეზოები.