- Advertisement -

აბასთუმანში 20 ოჯახის დროებით განსახლება განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლების, ასტროფიზიკური ობსერვატორიის და მიმდებარე საბაგირო გზის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი მოიცავს დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში განთავსებული 18 სახლის რეაბილიტაციას, რომელზე ჩასატარებელი სამუშაოები განსხვავდება სირთულითა და მასშტაბით.

პროექტის საწყის ეტაპზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომპანიამ, მსოფლიო ბანკის განსახლების პოლიტიკის შესაბამისად, მოამზადა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეთანხმდა დონორ ორგანიზაციასთან.

Comments
Loading...