- Advertisement -

აბაშის მერმა აბაშის მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს 50 ბენეფიციარს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, სასაჩუქრე პაკეტები გადასცა აბაშის მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს 50 ბენეფიციარს და აღდგომის დღესასწაული მიულოცა. 

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ მათზე, არ უნდა იგრძნონ თავი დავიწყებულად და მიტოვებულად, ეს არის ადგილი, სადაც არამხოლოდ სადილობენ, არამედ დროის გარკვეულ მონაკვეთს ერთად ატარებენ, ამიტომ მათ სასიამოვნო გარემო უნდა ჰქონდეთ, ჩვენ მათ გვერდით ვართ, ვულოცავ თითოეულს აღდგომის ბრწყინვალე დღეასასწაულს“, – განაცხადა ლევან მაკალათიამ.
 

Comments
Loading...