- Advertisement -

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს “კონსტანტინეობას” აღნიშნავენ

აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს "კონსტანტინეობას" აღნიშნავენ, რომელიც ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე გამსახურდიას 125 წლის იუბილეს ეძღვნება. 

როგორც აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ განაცხადა, ძვ. აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმს მალე საგანმანათლებლო ფუნქცია ექნება რაც აღნიშნულ მუზეუმს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის, რაც ტურისტული თვალსაზრისითაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ღონისძიებას კონსტანტინე გამსახურდიას შთამომავლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საპატიო აბაშელები და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები დაესწრნენ.

Comments
Loading...