- Advertisement -

აგვისტოს ომის 10 წლისთავზე ენგურის ხიდზე სიმბოლურად ფრანები გაუშვეს

აგვისტოს ომის 10 წლისთავზე სიმბოლურად ენგურის ხიდზე ფრანები გაუშვეს. „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდულმა ფრთამ აქცია ენგურის ხიდზე გამართა, რომელსაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი შეუერთდა.

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში საქართველომ მოიგოს და ჩვენი ქვეყანა ვითარდებოდეს, როგორც დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა რაც იყო იმ ადამიანების მთავარი ამოცანა, ვინც თავი დადო სამშობლოსთვის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრები დაღუპული ჯარისკაცის, დავით ჯიქიას საფლავზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.5 დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა ათას 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

Comments
Loading...