- Advertisement -

ადვოკატ ნინო რობაქიძის ძმა: ავარიიდან 1,7 წელი გავიდა, დამნაშავე მძღოლი არ დაუკავებიათ

ადვოკატ ნინო რობაქიძის ძმა, ხელისუფლებას და პროკურატურას მიმართავს. მამუკა რობაქიძის განცხადებით, წელიწადის და შვიდი თვის წინ, თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მისი და ადვოკატთა ასოციაციის წევრი ნინო რობაქიძე დაიღუპა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ამ დრომდე გამოძიება დასრულებული არ არის, დამნაშავე მძღოლი, რომელიც ბათუმი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსს მართავდა, არ დაუკავებიათ.

მამუკა რობაქიძე ხელისუფლებას და საგამოძიებო უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ და მომხდარის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გამოიკვეთოს და დაისაჯოს დამნაშავე.

"ჩემი და მომხდარიდან მეათე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. წელიწადი და შვიდი თვე გავიდა რაც ავტოსაგზაო შემთხვვა მოხდა, ჩვენთან არ მოსულა გამომძიებელი, ის რამდენიმე თვის შემდეგ მოვიძიეთ და გვეუბნება რომ ექსპერტიზის დასკვნას ამ დრომდე ელოდება. არც სასამართლო პროცესები ჩატარებულა, დამნაშავე მძღოლიც კი არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა რომ ადგილზე, სადაც შემთხვევა მოხდა უამრავი ვიდეთვალია დამონტაჟებული. მოვითხოვ ხელოსუფლებისგან და საგამოძიებო უწყებებიდან სწრაფ რეაგირებას, დაისაჯოს მომხდარში დამნაშავე,"- აცხადებს გარდაცვლილოს ძმა, მამუკა რობაქიძე.

Comments
Loading...