- Advertisement -

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასის მომატებას ითხოვენ

ხევი-უბისას მონაკვეთზე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 30%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია და დღიურად 30 ლარს იღებენ.

როგორც ისინი აცხადებენ აღნიშნულ თანხაში საკვები და ტრანსპორტიტების ხარჯები შედის. ადგილზე სამუშაოებს გზების და ხიდების ჩინური კომპანია “ჰუ ნა ნი” ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ისინი საკითხის განსახილველად ერთკვირიან ვადას ითხოვენ და გაფიცულებს მოლაპარაკებაზე ათი ადამიანის შეყვანას სთავაზოვენ. შეთავაზება მოუღებელია აქციის მონაწილეებისთვის, ამბობენ, რომ დაპირებების აღარ სჭერათ და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის გაგრძელებით იმუქრებიან.

Comments
Loading...