- Advertisement -

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სამეგრელოს რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

როგორც საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა,აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

აქტიური საინფორმაციო კამპანია – მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი – აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენა, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრა;

აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები – მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა;

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები – საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური მტრების გამოვლენა, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის, ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია, ასევე მავნებელთან ბრძოლის ახალი სისტემა, რომელიც მონიტორინგსა და ანალიზზე დაფუძნებულ, კომლექსურ ღონისძიებებს გაატარებს.

გასვლითი შეხვედრები საკარმიდამო ტერიტორიებზე 22 მარტიდან დაიწყება. ფიტოსანიტრების და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, სადაც შეისწავლიან მავნებლის რაოდენობას.

Comments
Loading...