- Advertisement -

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 10 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ ლაშა გოგიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ მერაბ ქვარაიასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა გააცნო.

მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა. როგორც ლაშა შალამბერიძემ აღნიშნა, მწერის დასამარცხებლად მუნიციპალიტეტესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწამლება საცხოვრებელი სახლების სხვენები და დამხმარე ნაგებობი. მერიის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეწამვლით სამუშაოებში ეხმარებიან. ამავდროულად შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება. აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01.

Comments
Loading...