- Advertisement -

აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი ფოთელების წარმატებით დასრულდა

ფოთში, აკადემიურ ნიჩბოსნობაში,საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი გაიმართა. შეჯიბრება მდინარე კაპარჭაზე ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელშიც სხვადასხავ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთეულთა, წყვილთა და ოთხეულთა შორის 42 სპორტსმენი ასპარეზობდა.

საუკეთესო შედეგი 18 წლამდე ასაკის ფოთელმა ნიჩბოსნებმა – ზურაბ კინტირაიამ, ზაურ ჩერნიშოვმა და თამუნა მიქაძემ ანახეს, რომლებიც საქართველოს ნაკრებში ირიცხებიან და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან. 

"შარშან შეჯიბრებაში 18-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, წელს უკვე 42 მონაწილეა. ძირითადად, აბაშისა და ფოთის აიპის სკოლების, ასევე ფოთის კლუბების „კაიაკის“ და „მალთაყვის“ მოსწავლეები ასპარეზობენ . ესენია ძირითადად რომლებიც კარგად და ნაყოფიერად მუშაობენ. კმაყოფილი ვართ მათი გამოსვლით, ისეთმა ბაშვებმა რომლებიც, ნახევარი წელია რაც ვარჯიში დაიწყეს, სასიამოვნოდ გაგვაოცეს", – განაცხადა საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ.

Comments
Loading...