აკაკი ბობიხიძე: გაცილებით კარგი იქნებოდა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი იყოს არჩევითი სიახლეები დამატების თარიღი 20 აგვისტო, 2018 122 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ გუბერნატორებს ხალხი აირჩევს. "თუ გავითვალისწინებთ გამოცდილებას, რომელიც გუბერნატორების მუშაობასთან მიმართებაში გვაქვს ამ 6 წლის განმავლობაში, რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ეს არის დამახასიათებელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის. რას გააკეთებს და არ გააკეთებს ახალი გუბერნატოები ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არა მართო გუბერნატორების მიმართ, ზოგადად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ, ვარ სკეპტიკურად განწყობილი და პირადი გამოცდილებით ვიტყვი რომ გაცილებით ბუნებრივი და კარგი იქნებოდა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი იყოს არჩევითი", – განაცხადა ბობოხიძემ.