- Advertisement -

“აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავა ლაშა გოგიას შეხვდება

შპს "აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მანანა მიქავამ,რომელმაც გასულ კვირას ბრიფინგი გამართა და ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა, ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას შეხვდება. გოგიამ მასთან შეხვედრა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიქავამ სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბრიფინგი გამართა, თუმცა მიქავას თქმით, გოგიმ მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა და დაპირდა, რომ მოგვიანებით შევხდებოდა. მიქავამ დილით სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მდინარე ჩხოუშის სანაპიროზე არსებულ მიწის ნაკვეთის ხელშეკრულებით გადმოცემასთან დაკავშირებით მან ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართა.

„ვერ დავეთანხმები იმ განცხადებას, რომელიც ლაშა გოგიამ გააკეთა, თითქოს მე არ მიმიმართავს მათვის აღნიშნული ტერიტორიის დაბრუნებისა და იქ ინვესტიციის განხორციელების თაობაზე. განცხადებით მივმართე 2013 წლიდან, არამხოლოდ მერიას, არამედ სხვადასხვა სტრუქტურასა და უწყებას. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ მე იმ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ვეწევი, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ციხეში ყოფნის პერიოდში თავად ხელისუფლებამ გადაწყვიტა იქ ბაზრის მოწყობა“, – განაცახადა მიქავამ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის ცენტრალური მთავრობისთვის მიმართვას და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს.

მანანა მიქავამ გასულ კვირას ზუგდიდის დემიოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფიონგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მისიმოთხოვნები არ დააკმაყოფილა და მას ინვესტიციის განხორციელების საშუალება არ მისცა.

რაზეც მერმა ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მანანა მიქავასაც შეუძლია და არავითარი კორუფციული გარიგება არ არსებობს. გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს.

Comments
Loading...