- Advertisement -

ალავიძე: მუნიციპალიტეტებში ასეულობით პროექტი ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი წელს დაიწყება

ზურაბ ალავიძე გადასახადის გადამხდელთა კავშირისა და მშენებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი შეეხო საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო პროცესში არსებულ ხარვეზებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების შესრულებისას ვადების დაცვას და ხარისხის უზრუნველყოფას.

"მუნიციპალიტეტებში ასეულობით პროექტი ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი წელს დაიწყება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარითაა გაზრდილი ჩვენი ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს წლებში უზარმაზარი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესს მომზადებული შეხვდეს ქართული სამშენებლო სექტორი. ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა ასეთი შეხვედრები, სადაც ხდება შეხედულებების გაცვლა. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ და დიდია დაინტერესება, რომ ყველა კომპანია, რომელსაც სათანადო კომპეტენცია გააჩნია, მაქსიმალურად იყოს დატვირთული“ – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Comments
Loading...