- Advertisement -

ალვანში პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია გაიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. მოსახლეობა პანკისის ხეობიდან თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, ახალი გზის მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის თუშეთში არსებულ ეკოტურიზმს, ასევე ფინანსურად დააზარალებს მოსახლეობას.

,,პირველ რიგში დავიწყოთ იმით,რომ ჩვენთვის, თუშებისთვის აზრი არავის უკითხავს. მრავალი ფაქტორია, რის გამოც არ გვინდა ამ გზის მშენებლობა. მაგალითად, ეკოტურიზმი, თუშეთში ტურისტებს საფეხმავლო, საცხენოსნო ბილიკები იზიდავთ, იქ არის უნიკალური ბუნება, რასაც შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. გარდა ამისა, ხალხი საოჯახო სასტუმროებს აკეთებს და დიდ თანხებს დებს ამაში, როდესაც ახლი გზა გაკეთდება, ვინ მოგვცემს იმის პირობას, რომ ჩვენი ქონება უსაფრთხოდ იქნება იქ. ახალი გზის გაკეთების შემდეგ ფუნქციას დაკარგავს გზისპირა სოფლებიც, აქ მცხოვრები მოსახლეობა კი შემოსავალს. მოვითხოვთ, რომ რაც არის, ის გზა გააკეთონ, იქ მიიყვანონ სოფლებამდე გზა, დამატბითი გზის საჭიროება არ არსობობს,თუშების 99% ამის წინააღმდეგნი ვართ.“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოსო ბაბულაიძემ.

ცნობისათვის, აღნიშნული პროექტის საჯარო განხილვა ახმეტაში ხვალისთვის არის ჩანიშნული, რომელზეც დასწრებას აქციის მონაწილეებიც გეგმავენ.

პროექტის მიხედვით, გზა პანკისის სოფელ ბირკიანიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და სავარაუდოდ, წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა, რის შემდეგაც სოფელ ვერხოვანთან გომეწრის ხეობას შეუერთდება.

Comments
Loading...