- Advertisement -

ალოობის საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში

ლოობის საკოორდინაციო შტაბი 2021-ის წარმომადგენლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი, შპს ,,მექანიზატორის“, საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,
აღინიშნა, რომ ალოობის საკოორდინაციო შტაბი 2021 ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში ფერმერებს სათანადო დახმარებას ადგილზე გაუწევს.
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ამ პროცესის შეუფერხებლად, აგროვადების დაცვით ჩატარება წარმოადგენს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ “-აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

Comments
Loading...