- Advertisement -

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა იკრძალება, ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარლამენტი ავრცელებს.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...