- Advertisement -

ამბროლაურში ახალი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ამბროლაურში ახალი, 30 ნომრიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ერთდროულად130 ადამიანის მიღებას შეძლებს,- ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ვემო სავნეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზეც. აღნიშნული შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, პროექტ – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გამოცხადებულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა 164 000 ლარად იყიდა და 350 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

პირველ ეტაპზე მუდმივად 10–12 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მშენებარე სასტუმრო დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

Comments
Loading...