- Advertisement -

ამბროლაურში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი რეაბილიტირდა

ამბროლაურში, ბრატისლავა–რაჭის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია განხორციელდა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 131 000 ლარი შეადგინა. 

ეს უკვე მეორე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა. 

პროექტის მიზანია ქალაქის იერ-სახის მოწესრიგება და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. 

Comments
Loading...