ამ დროისთვის სამეგრელოში ხანძრის ორი აქტიური კერაა ზუგდიდირეგიონები დამატების თარიღი 5 იანვარი, 2021 5 მეხანძრე-მაშველები ხანძარს ებრძვიან წალენჯიხაში სოფელ ნაკიფუსა და ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხანძარია მარტვილშიც სალხინოს ტყეში. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. დამწვარია დაახლოებით 30 ჰა ფართობი. ყველა დარჩენილ კერებზე ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშიროება არ არსებობს. მუნიციპალიტეტებში, ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები სახელდება. ხანძარი