ამ წლის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ 14 პროექტი განხორციელდება ipressგურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2018 94 მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით კიდევ 14 პროექტი განხორციელდება. -„რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს დამატებით პროექტებია. თანხა მოხმარდება ხუთ სოფელში ახალი ჭაბურღილის მოწყობას და 5 სოფელში გაკეთდება მინი სპორტული მოედნები.“-განაცხასა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტრის კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასილაშვილმა. ახალი ჭაბურღილები მოეწყობა სოფელ ჩუმლაყში, ჭანდარში,შაშიანში ვაზისუბანში, ასევე ორი ჭაბურღილი გაკეთდება სოფელ კარდენახში. სოფელ ჯიმითსა და ჩუმლაყში წყალმომარაგების მაგიტრალს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, ასევე სოფელ კაჭრეთში არსებულ ჭაბურღილთან მოეწყობა რეზერვუარი. მინი-სპორტული მოედნები გაკეთდება სოფელ კარდენახში, ჩუმლაყში, ვაზისუბანში, ქალაქ გურჯაანსა (კალოსუბანი) და მუკუზანში. პროექტების განხორციელების სავარაუდო ვადაა 9-31 დეკემბერი. გურჯაანიინფრასტრუქტურა